მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინა ევროკავშირისგან 500 მლნ ევროს მიიღებს - შმიგალი

უკრაინა ევროკავშირისგან 500 მლნ ევროს მიიღებს – შმიგალი

Published on

სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილიზაციის მხარდასაჭერად უკრაინა ევროკავშირისგან 500 მილიონ ევროს მიიღებს, – ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს 5 შეთანხმებას, რომელიც აახლოებს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ხელს უწყობს სახელმწიფოს სტაბილურობას რუსი აგრესორის წინააღმდეგ ომში.

არსებული ინფორმაციით, ეს თანხები განათლების, სოფლის მეურნეობისა და სახლების რესტავრაციის საჭიროებებზეა გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ევროკავშირმა უკრაინას ომის ფინანსური შედეგების გადაჭრისთვის 1 მლრდ ევროს დახმარება გამოუყო. პაკეტის საერთო მოცულობა კი 9 მლრდ ევროს შეადგენს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...