მთავარისიახლეებიმსოფლიოსაღამოს პრეზიდენტისგან კარგ ამბებს გავიგებთ კონტრშეტევის შედეგებზე - ლეშჩენკო

საღამოს პრეზიდენტისგან კარგ ამბებს გავიგებთ კონტრშეტევის შედეგებზე – ლეშჩენკო

Published on

“დღეს საღამოს პრეზიდენტ ზელენსკისგან გავიგებთ შესანიშნავ ამბებს ხარკოვის ოლქში წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციის შესახებ”, – წერს სერჰი ლეშჩენკო, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი. 

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის არმიამ კონტრშეტევა როგორც ხერსონის, ასევე ხარკოვის ფრონტზე წამოიწყო – ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტი ნოვოვოზნესენსკე ხერსონის მიმართულებაზე, ხოლო ხარკოვის მიმართულებაზე – დოვგენკე. 

დღევანდელი დღე უკრაინის კიდევ რამდენიმე წარმატებით აღინიშნა. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ბერდიანსკში კოლაბორანტი ადგილობრივი “კომენდანტი” არტიომ ბარდინი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. ის მძიმედ დაიჭრა და კლინიკაში იყო გადაყვანილი, სადაც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. “კომენდანტის” აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პარტიზანებმა აიღეს. 

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...