მთავარისიახლეებიმსოფლიო"ძალიან კარგი ამბები მაქვს, ყველაფერს ვერ ვწერ..." - რას ხდება ფრონტის წინახაზებზე

“ძალიან კარგი ამბები მაქვს, ყველაფერს ვერ ვწერ…” – რას ხდება ფრონტის წინახაზებზე

Published on

უკრაინის ხელისუფლებისა თუ სამხედრო მედიარესურსების ცნობილი წარმომადგენლების სტატუსები, პოსტები, კომენტარები და ტვიტები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით არა, მაგრამ უკვე ძალიან ჰგავს: უმრავლესობა ამბობს, რომ ფრონტის არათუ მხოლოდ ერთი მონაკვეთიდან, არამედ უკვე ყველა იმ უბნიდან, სადაც შეტაკებებია, კარგი ამბები მოდის. 

“ხარკოვიდან მომდის ძალიან კარგი ამბები. ჯერ ვერ ვამჟღავნებ ყველა ინფორმაციას, რაც მაქვს, მაგრამ დამიჯერეთ, ნამდვილად უკრაინული ამინდია!”, – წერს რადის დეპუტატი გოჩარენკო. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი არესტოვჩი კი ირწმუნება, რომ კონტრშეტევა არამხოლოდ სამხრეთ უკრაინაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც მიმდინარეობს. 

სამხრეთით გამათავისუფლებელი ოპერაციის დაწყების შემდეგ ჩვენმა მებრძოლებმა გაათავისუფლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი მდინარე დნეპრის მარჯვენა მხარეს.

ეს ოდნავ შესამჩნევი წინსვლაა რუკაზე, მაგრამ კონტრშეტევის დაწყებიდან ამ დრომდე სიტუაცია ძალიან შეცვლილია.

არესტოვიჩის თქმით, მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალები დნეპრის მარჯვენა ნაპირზე ოპერატიულ ალყაში არიან და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მათი მდგომარეობა გაუარესდება.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, 6 სექტემბრის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში, მხოლოდ პირადი შემადგენლობიდან, 50.000-ზე მმეტი ჯარისკაცი დაკარგა. 

მეგობრებო!

როგორც იცით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ჩვენ შევქმენით ტელეგრამ-არხი, სადაც ომი შუქდება ყველა ასპექტში, კომპეტენტურად და დეტალურად. ვმუშაობთ 24/7 და ვაქვეყნებთ როგორც ნიუსს, ასევე ექსპერტების, პოლიტიკოსების მოსაზრებებს, ანალიზს, პროგნოზებს. იმის გამო, რომ მნიშვნელოვანია როგორც რუს ოკუპანტებთან, ასევე რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა, სასურველია, ვიყოთ ბევრნი და გავერთიანდეთ ინფორმაციულ ველზეც, როგორც ბრძოლის ველზე. ამიტომ, მოგიწოდებთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი: ერთად ვიყოთ ინფორმირებულები!

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...