მთავარისიახლეებიმსოფლიოსარაკეტო თავდასხმის შედეგად ხარკივის ოლქში 3 ადამიანი დაშავდა

სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხარკივის ოლქში 3 ადამიანი დაშავდა

Published on

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხარკივის ოლქში 3 ადამიანი დაშავდა.

“4 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ ნოვობავარსკის რაიონში 3 ადამიანი დაშავდა,” – თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

სინეგუბოვის თქმით, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად კერძო სახლები და 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ქალაქ ხარკივში დაბომბვა არ ყოფილა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...