ჩოხატაურთან, ტყეში, ხანძარი ლიკვიდირებულია

0
212

ხანძარი, რომელიც ჩოხატაურთან მდებარე ტყის ფერდობზე გაჩნდა, ლიკვიდირებულია. 

შეგახსენებთ, ტყე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილაგანის მიმართულებით იწვოდა. სამაშველო ტექნიკამ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც 50-ზე მეტი მაშველი, როგორც ჩოხატაურის, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურებიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში, ცოცხალი ძალებით ებრძოდნენ ხანძარს.

წინა სტატიასაქართველოში აგრილდება
შემდეგი სტატიათბილისის შემოგარენში ხანძრის რამდენიმე კერაა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური