ხანძრები ლოკალიზებულია თბილისი-გორის ავტობანზე და ლიკანში

0
214

თბილისი-გორის ავტობანზე, ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, სალიკვიდაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში. 

ამავე დროს, არ დაკონკრეტებულა, რა ფართობზე იყო გავრცელებული ცეცხლი და რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა. 

ასევე ლოკალიზებულია ხანძრის კერები ლიკანში, ტყის ფართობზე, სადაც ცეცხლი გუშინ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცნობით, მეხანძრე-მაშველები იქაც სალიკვიდაციო სამუშაოებზე არიან გადასული. 

წინა სტატიაყვარელთან, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში ჯარი ჩაერთვება – პრემიერის ბრძანება
შემდეგი სტატიაFacebook-ჯგუფის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შსს ჩვილების უკანონო გაყიდვის ფაქტებს იძიებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური