მთავარისიახლეებიმსოფლიოგაზაფხულამდე უკრაინაში ომი სტატიკური ხასიათის იქნება - გროსბერგი

გაზაფხულამდე უკრაინაში ომი სტატიკური ხასიათის იქნება – გროსბერგი

Published on

ესტონეთის სადაზვერვო ცენტრის უფროსი მარგო გროსბერგი აცხადებს, რომ გაზაფხულამდე რუსეთ-უკრაინის ომი სტატიკური ხასიათის იქნება, ისეთი, როგორსაც ახლა ვადევნებთ თვალს. 

“აქტიური საომარი მოქმედებების დასრულებამდე დარჩენილია 7-9 კვირა, იმისდა მიხედვით, როდის გაფუჭდება ამინდი. ამის შემდეგ კი, გაზაფხულამდე, ჩვენ საქმე გვექნება სტატიკურ ომთან, როგორსაც ახლა ვადევნებთ თვალს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში”, – თქვა გროსბერგმა. 

“ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამ მოკლე დროში მოხერხდება სრულიად უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება”, – დაამატა გროსბერგმა. მისი თქმით, ასეთი დიდი წარმატების მოპოვება ასე მცირე დროში წარმოუდგენელია. 

გროსბერგმა, ასევე, კომენტარი გააკეთა ხერსონის მიმართულებით შეტევაზე:

“ამას ინტენსიურ კონტრშეტევას არ დავარქმევდი, მაგრამ აპრილის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ გარკვეული წარმატებები ხერსონის მიმართულებაზე”, – განაცხადა ესტონეთის დაზვერვის შეფმა. 

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...