ბუნებრივი რესურსები ხალხის საკუთრებაა, მიწა არ გაიყიდება – ბჟანია

0
326

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველი და თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთში მიწის გაყიდვის რაიმე ფორმაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს. 

ასე პასუხობს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის პირდაპირ მოთხოვნას, მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმადაც,  ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთს მფლობელობაში გადაეცემა. 

“ჩვენს კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ “მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება, გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი”. ამდენად, აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის არავითარ ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. ეს ნორმები ურყევია და არ გადაიხედება”, – ამბობს ბჟანია, თუმცა სწორედ ბჟანია იყო ის პირი, ვინც მოსკოვში, ვლ. პუტინთან შეხვედრის დროს მას ამ მიწების გადაცემაზე, ფაქტობრივად, შეუთანხმდა. 

წინა სტატიაცოლის ოჯახის ხუთი წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის კაცს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაჯოჯოხეთური ღამე მელიტოპოლში ოკუპანტებისთვის – სად რა მოხდა 1 სექტემბრის ღამით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური