მთავარისიახლეებიმსოფლიორუსებმა დაბომბეს IAEA-ს მისიის წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი

რუსებმა დაბომბეს IAEA-ს მისიის წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი

Published on

რუსებმა დაბომბეს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] მისიის წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ – ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ექსპერტების ჯგუფი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოძრაობას ვერ აგრძელებს.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს პროვოკაციები და შეფერხების გარეშე მისცეს წვდომა IAEA-ს უკრაინის ატომურ ობიექტზე“, – დასძინა სტარუხმა.

შეგახსენებთ, უკრაინის მთავრობის მიწვევით, IAEA-მ შექმნა მისია დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოსანახულებლად. მის შემადგენლობაში 14 საერთაშორისო ექსპერტია, რომლებიც ადგილზე გუშინ, 31 აგვისტოს ჩავიდნენ.

მათი ვიზიტის პარალელურად, რუსეთმა ქალაქ ენერგოდარისა და ატომური სადგურის გარშემო დაბომბვა გააძლიერა, რასაც ადგილობრივ მოსახლეობაში მსხვერპლილ მოჰყვა

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...