მთავარისიახლეებიმსოფლიორუსები ენერგოდარს ბომბავენ- დაუზუსტებელი ინფორმაციით, არიან დაჭრილები და დაღუპულები

რუსები ენერგოდარს ბომბავენ- დაუზუსტებელი ინფორმაციით, არიან დაჭრილები და დაღუპულები

Published on

მედიის ინფორმაციით, ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ ქალაქ ენერგოდარს. მერის, დმიტრო ორლოვის ინფორმაციით, მტერი ქალაქს ნაღმტყორცნებით უტევს. დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ზუსტი რაოდენობა უცნობია. ორლოვის ინფორმაციითვე, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ობიექტები – “ქალაქში ნაღმტყორცნებიდან სროლა დღეს, 1 სექტემბერს, დილის 5 საათიდან არ შეწყვეტილა” – ამბობს ორლოვი.

შეგახსენებთ, სწორედ ენერგოდარში მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, სადაც ამ დროისათვის ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები იმყოფებიან ვითარების შესასწავლად. IAEA-ს მისია სადგურზე გუშინ, 31 აგვისტოს ჩავიდა და მათ სავარაუდოდ რამდენიმე დღე დასჭირდებათ არსებული მდგომარეობის შესაფასებლად.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...