მთავარისიახლეებიმსოფლიოპენტაგონი: უკრაინა ხერსონში გარკვეულ პროგრესს აღწევს, რუსეთის შენაერთები უკან იხევენ

პენტაგონი: უკრაინა ხერსონში გარკვეულ პროგრესს აღწევს, რუსეთის შენაერთები უკან იხევენ

Published on

პენტაგონში ამბობენ, რომ უკრაინის არმია ხერსონის რეგიონში გარკვეულ პროგრესს აღწევს, რუსეთის შენაერთები კი უკან იხევენ. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა პეთ რაიდერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

პენტაგონმა მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფს სამუშაოების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს.

“მივესალმებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პირველ და უმნიშვნელოვანეს ვიზიტს რეგიონში. ჯერ არ ვიცით, როგორ წარიმართება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კვლავ გრძელდება პერიოდულად სარაკეტო შეტევები რეგიონში და მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უზრუნველყონ სადგურის უსაფრთხოება. რუსეთს კი მივმართავთ, რომ მისცეს საშუალება მისიას ჩავიდეს სადგურზე სამუშაოების შესასრულებლად. რაც შეეხება ოპერაციას, არ ვილაპარაკებ ბრძოლის შესახებ ტაქტიკურ დონეზე. ჩვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის არმიის ოპერაცია ხერსონის რეგიონში გარკვეული პროგრესით მიდის და ვიცით ისიც, რომ რუსეთის შენაერთები უკან იხევენ”, – თქვა რაიდერმა ბრიფინგზე.

დღეს, 1-ელ სექტემბერს ენერგოდარის მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ენერგოდარს დილიდან ბომბავენ, რის შედეგადაც არიან დაშავებულები.

ცნობისთვის, სწორედ ენერგოდარში მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, სადაც დღეს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფმა ვითარების შესწავლა უნდა დაიწყოს.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...