დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლებაში ბუნებრივი აირი აფეთქდა

0
265

აფეთქება თბილისში – დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი. სავარაუდოდ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ეზოში მდგომი მანქანები.

წინა სტატიახელოვნურად მოხდა ლარის გაუფასურება, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა – ოთო აბესაძე
შემდეგი სტატიარუსები ენერგოდარს ბომბავენ- დაუზუსტებელი ინფორმაციით, არიან დაჭრილები და დაღუპულები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური