მთავარისიახლეებიმსოფლიობესლანის ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა

ბესლანის ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა

Published on

ბესლანის ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა. 2004 წლის 1 სექტემბერს ჩეჩენმა ტერორისტებმა ბესლანის სკოლაში 1 227 ადამიანი აიყვანეს მძევლად. მაშინ რუსეთის ხელისუფლება მძევლების რაოდენობას მალავდა და ამბობდა, რომ ეს რიცხვი მხოლოდ 350-მდე იყო.

მძევალთა უმრავლესობა კი მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. ტერორისტებს ისინი არაადამიანურ პირობებში, გაუსაძლის სიცხეში, სკოლის სპორტულ დარბაზში ჰყავდათ დამწყვდეული. მათ აკრძალული ჰქონდათ საკვების მიღება და წყლის დალევაც კი.

ცნობილია, რომ 20-მდე კაცი, რომელთა შორის მილიციელები და დაცვის თანამშრომლებიც იყვნენ, ტერორისტებმა რამდენიმე საათში დახვრიტეს. ტერორისტებმა რუსეთის ხელისუფლებას შამილ ბასაევის წერილი გადასცეს, სადაც ეს უკანასკნელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდა.

ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე რუსეთის ხელისუფლებამ ინგუშების ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევი გაგზავნა. აუშევმა ტერორისტების მეთაურთან პოლკოვნიკ ხუჩბაროვთან მოლაპარაკების შემდეგ მეძუძური დედების და ჩვილი ბავშვების განთავისუფლება შესძლო.

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია კი 3 სექტემბერს დაიწყო.

ოფიციალური მონაცემებით, სპეცოპერაციას 333 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა 18 რუსი სპეცრაზმელი.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...