საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

0
231

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლა სკოლებში 2022 წლის 15 სექტემბერს განახლდება.

პანდემიის გამო წინა ორი წელი საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობდა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ აერჩიათ, მათი შვილები სწავლას დისტანციურად გააგრძელებდნენ,  თუ საკლასო ოთახში.

აჭარაში სასწავლო პროცესი ძირითადად საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა, მხოლოდ ცალკეული კლასები გადადიოდა დისტანციურ სწავლებაზე კონკრეტულ კლასში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში.

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი სავარაუდოდ საკლასო ოთახებში განახლდება, თუმცა, როგორც სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, დეტალებზე სამინისტრო სწავლის განახლების წინ გაავრცელებს განცხადებას.

წინა სტატიაუკრაინელები წინსვლას აგრძელებენ – რა ხდება ხერსონის მიმართულებით
შემდეგი სტატიასპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პოლიციელი დააკავა 
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური