მთავარისიახლეებიმსოფლიოეს უკრაინის მიწაა და ოკუპანტებს მხოლოდ შეუძლიათ, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ -...

ეს უკრაინის მიწაა და ოკუპანტებს მხოლოდ შეუძლიათ, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ – ზელენსკი

Published on

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჰქონდა ბრძანება, რომ დონეცკის ოლქი სრულად აეღო აგვისტოს ბოლოსთვის. აგვისტოს ბოლო დღეს ხვალ არის, დონბასში კი, უკრაინული დროშა ფრიალებს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა 56-ე და 110-ე ბრიგადებს, ასევე 53-ე და 93-ე ბრიგადებს.

„მადლიერი ვარ თითოეული იმ ადამიანის, ვინც ასე დგას, იცავს საკუთარ პოზიციებს, ამცირებს ოკუპანტების ტექნიკას, ლოჯისტიკას, სამხედრო მასალებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ყირიმის მცხოვრებლებსაც მიმართა და მოუწოდა, თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებისგან. ზელენსკი სთხოვს მოსახლეობას, სპეცსამსახურებს ინფორმაცია მიაწოდონ ოკუპანტების შესახებ, რათა უფრო მალე მოხდეს ყირიმის გათავისუფლება. ზელენსკი ამბობს, რომ რუსებს, ოკუპირებული ყირიმიდან დაწყებული, ხარკოვის ოლქამდე, არ ექნებათ არც ერთი უსაფრთხო ბაზა, არც ერთი მშვიდი ადგილი.

„ჩვენი დამცველები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საცავს და შტაბს, ტექნიკას, სადაც უნდა განათავსონ ისინი. ეს უკრაინის მიწაა და ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ. სხვა ვარიანტს ჩვენ მათ არ ვუტოვებთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...