მთავარისიახლეებიმსოფლიოდმიტრო კულება - ომში უკრაინის გამარჯვება იქნება ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა

დმიტრო კულება – ომში უკრაინის გამარჯვება იქნება ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა

Published on

ომში უკრაინის გამარჯვება იქნება ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა და არა 24 თებერვლამდე პოზიციებზე დაბრუნება, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

„24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება – ეს არის იმ წამების გაგრძელება, რაშიც უკრაინა 2014-დან 2022 წლამდე ცხოვრობდა. უკრაინის გამარჯვება ამ ომში იქნება ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა, სადაც საჭიროა – სამხედრო გზით, სადაც საჭიროა – დიპლომატიური გზით. შემდეგ დადგება ომის მეორე ფაზა – ეს იქნება დამნაშავეების დასჯა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის“, – განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, ამის შემდეგ დადგება ომის მესამე ფაზა – რუსული პოლიტიკური ელიტისა და რუსი ერის მონანიება.

„ისევ მჯერა, რომ დადგება დღე, როცა რუსეთის რომელიმე ლიდერი, ვინც უნდა იყოს ის, ჩამოვა უკრაინაში, რუსული აგრესიის მსხვერპლთა მემორიალთან მუხლებზე დადგება, ძალიან დიდი ხანი იდგება მუხლებზე და ბოდიშს მოიხდის ამ ბოროტებისთვის – ეს უკვე უკრაინის საბოლოო გამარჯვება იქნება“, – ამბობს კულება.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...