მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინა შეტევის არეალს აფართოვებს - სად რა ხდება ხერსონის მიმართულებაზე

უკრაინა შეტევის არეალს აფართოვებს – სად რა ხდება ხერსონის მიმართულებაზე

Published on

29 აგვისტო ხერსონის მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევებით აღინიშნა, რაც უცხოური მედიაწყაროებითაც დადასტურდა. 

ამ დროისთვის დადგენილია, რომ უკრაინის არმიამ კონტროლი აღადგინა ხერსონის ოლქის, მინიმუმ 4, მაქსიმუმ 6 დასახლებაზე. 

შეტევაზე გადასულმა უკრაინის არმიამ გააფართოვა კონტროლის ზონა ხერსონის ოლქში. გადმოჰყავს რეზერვები დავიდივ ბრიდთან, ბლაგოდატნესა და ვისოკოპილიასთან. დაკავებულია დასახლებები ანდრიივკა და ლოზოვე.

მიკოლაევ-ხერსონის ტრასის გასწვრივ უტევს სოლდატსკედან კისელივკისკენ.
ასევე ოლჰინოს, ვისოკოპილიას, მიროლიუბივკისა და პეტრივკის მიმართულებით.
რუსები ელოდებიან მძიმე ღამეს და ფრონტის გარღვევის მორიგ მცდელობებს.

ამავდროულად, CNN უკრაინის არმიაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გათავისუფლებულია კიდევ 4 დასახლებული პუნქტი: ნოვოდმიტროვკა, არხანჰელსკე, ტომინა ბალკა და პრავდინე.

რუსების განცხადებით, პრავდინეში ბრძოლებია, თუმცა ასახელებენ კიდევ ერთ დასახლებას, რომელიც უკრაინის არმიამ დაიკავა – ტერნოვი პოდი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მწყობრიდან გამოსულ ანტონოვკის ხიდთან განადგურებულია ბარჟა, რომლითაც რუსები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ალყაში მოქცეული ძალების მომარაგებას ცდილობდნენ.

ასევე, ცნობები ხერსონის ოლქში მდებარე ნოვა კახოვკაში, კალანჩაკსა და ტავრიისკში რუსულ პოზიციებზე დარტყმების შესახებ. 

ამასთან, ღამის განმავლობაში ორი აფეთქება მოხდა ბელგოროდში, აეროპორტის სიახლოვეს, რის შემდეგაც ბელგოროდის მოსახლეობის ნაწილმა ქალაქის დატოვება დაიწყო. 

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩაკეტილია ყირიმის ხიდი სიმფერეპოლის მხრიდან. 

აქვე შეგახსენებთ, რომ განახლებულ ცნობებს “ოდიშინიუსი” რეგულარულად აქვეყნებს ტელეგრამ-არხზე. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...