მთავარისიახლეებიმსოფლიო"მოთმინებით აღიჭურვეთ, ეს სწრაფი პროცესი არ იქნება..." - არესტოვიჩი ხერსონის შეტევაზე

“მოთმინებით აღიჭურვეთ, ეს სწრაფი პროცესი არ იქნება…” – არესტოვიჩი ხერსონის შეტევაზე

Published on

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი, პოლკოვნიკი ოლექს არესტოვიჩი “ტელეგრამის” ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ხერსონის მიმართულებით შეტევა არ იქნება სწრაფი პროცესი.

“დღეს დაიწყო ოკუპანტებისგან უკრაინის სამხრეთის გათავისუფლების აქტიური ნაწილი.

ეს გეგმიური, ხანგრძლივი ოპერაციაა, რომელიც მოწინააღმდეგის ძალების გადატეხვას ითვალისწინებს, ჩვენი მეომრებისა და მოქალაქეების სიცოცხლის შენარჩუნებით.

რა თქმა უნდა, ბევრს სურდა მასშტაბური შეტევა ახალი ამბებით, როგორ იღებენ ჩვენები საათში ერთ პუნქტს, მაგრამ ჩვენ ასე არ ვიბრძვით და რესურსიც შეზღუდულია.

ჩვენ არ ვიბრძვით მამაღალი ფრაზებისთვის, როგორც მოწინააღმდეგე, ჩვენ საქმისთვის ვიბრძვით.

ეს საქმე კი დროსა და ძალებს ითხოვს.

ამიტომ, მოთმინებით აღიჭურვეთ. ეს პროცესი ძალიან სწრაფი არ იქნება, მაგრამ დასრულდება უკრაინის ყველა დასახლებულ პუნქტზე უკრაინის დროშის აღმართვით”, – წერს არესტოვიჩი.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...