მთავარისიახლეებიმსოფლიოლაიენი: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება

ლაიენი: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება

Published on

“მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს პასუხს რუსეთის აგრესიაზე. ამ წლის დასაწყისში რუსეთმა და ჩინეთმა ღიად გამოაცხადეს ე.წ. შეუზღუდავი მეგობრობა და რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. მესიჯი არ შეიძლება იყოს ამაზე უფრო მკაფიო. თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა თვითგამორკვევა და საზღვრების ხელშეუხებლობა, მაშინ პუტინი ვერ მოიგებს ამ ომს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ეს აბსოლუტურად გასაგებია…

ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინისთვის, ჩვენი ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად და ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ რუსეთს და მსოფლიოს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევა ძვირად დაუჯდებათ”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში, ბლედის სტრატეგიული ფორუმის გახსნასზე სიტყვით გამოსვლლისას.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...