ტყიბულში 35 წლის კაცი მამისა და არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს – დეტალები

0
292

“რუსთავი-2”-ის ინფორმაციით, ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი, რა დროსაც მას დანით 17-მდე ჭრილობა მიაყენეს. ისინი მოკლულის ნაცნობები იყვნენ. 

ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი მამის და არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს.

კონფლიქტი მარიამობის დღესასწაულის აღსანიშნავ სუფრაზე, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც 35 წლის მამაკაცმა აღნიშნული ადგილი დატოვა და სახლში ბრუნდებოდა. 

“ორივე ბავშვი და მამა შეესწრო, ჩემი თვალით ვნახე ორივე ბავშვი მამის ცხედარზე იყო გადამხობილი,” – აცხადებს ადგილობრივი.

სამართალდამცავებმა ასევე ამოიღეს ნივთმტკიცების სახით დანა, რომლითაც ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები, მისმა ნათესავმა – ბიძაშვილმა მიაყენა.

35 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 შსს-ს ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ვანში მდებარე ერთ-ერთი კვების ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ობიექტის მეპატრონეს – 1982 წელს დაბადებულ დ.ჩ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ გ.ზ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ვანის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

წინა სტატიაშოლცი ევროკავშირში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიღებას ითხოვს
შემდეგი სტატიაუკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი – CNN
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური