მარიამობას თბილისში ოთხი ძლიერი ხანძრის კერა გაჩნდა – სად რა იწვოდა და რა ხდება დღეს

0
173

შავნაბადაზე, სამგორში, ზემო ავჭალასა და დიდუბეში, გუშინ, დღის სხვადასხვა მონაკვეთებში, ხანძრის კერები გაჩნდა. ამასთან, ზემო ავჭალაში, ზაჰესის თავზე, ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს მოედო, შავნაბადაზე, იაღლუჯის მთაზე, ასევე ტყის ფერდობი იწვოდა.

ხანძარი იყო დიდუბეში, “გორგიას” საწყობთან ახლოსაც, ხოლო სამგორში, აბუსერიძე ტბელის ქუჩაზე, ცეცხლი მოედო მეორადი საბურავების საწყობს. 

ცეცხლის კერები სწრაფად გავრცელდა შავნაბადაზე და, იმის მიუხედავად, რომ ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო, მისი ლოკალიზება სწრაფად ვერ მოხერხდა. საღამოს საათებში, დაბნელების შემდეგ, ქარმა მინავლებული კერები ხელახლა გააღვივა და ხანძრის კერებმა რუსთავი-თბილისის მაგისტრალამდეც ჩამოაღწია. 

ცნობილია, რომ ხანძრის თავდაპირველი კერა საგანგებო დავალებათა სამმართველოს შავნაბადის ბაზასთან ახლოს გაჩნდა. არსებობდა დივერსიის ეჭვი, თუმცა ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან განცხადება არ გაკეთებულა. 

რაც შეეხება ხანძრის კერებს თბილისის გარეთ, ძამას ხეობაში, ადგილობრივის დაუდევრობით, ხანძრის შედეგად 7 სახლი დაიწვა. როგორც გაირკვა, ადგილობრივმა მცხოვრებმა ეზოში ბალახსა და გამხმარ ფოთლებს ცეცხლი წაუკიდა, რის შემდეგაც ის სახლებზე გადავიდა. 

ცხრადღიანი მონაკვეთის შემდეგ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება ბორჯომის ხეობაში, თუმცა, გვიან ღამით იტყობინებოდნენ ხანძრის ახალი კერების შესახებ ნინოწმინდაში. 

ხანძრების თემას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 

წინა სტატიახერსონთან, საკუთარ სახლში, ზელენსკის პარტიის ყოფილი წევრი-კოლაბორანტი მოკლეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივა მედში“ ამერიკელი ექსპერტი მივიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური