მთავარისიახლეებიმსოფლიოხერსონთან, საკუთარ სახლში, ზელენსკის პარტიის ყოფილი წევრი-კოლაბორანტი მოკლეს

ხერსონთან, საკუთარ სახლში, ზელენსკის პარტიის ყოფილი წევრი-კოლაბორანტი მოკლეს

Published on

კოლაბორანტი ალექს კოვალიოვი, რომელიც უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატია “სლუგა ნაროდას” კვოტით, საკუთარ სახლში მოკლეს.

კოვალიოვი, ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებში ხერსონში ოკუპანტების მხარეს გადავიდა და მისი ბიზნესიც რუსეთში ყირიმის გავლით პროდუქციის გატანით “დაალაგა”.

ამავდროულად, კოვალიოვს თანამდებობა ეჭირა ხერსონის ე.წ. მერიაში, რომელიც ოკუპაციის შემდეგ დააკომპლექტეს – ის იქ აგრარულ საკითხებში მერის მოადგილე და მრჩეველიც იყო.

ჯერ კიდევ ივნისში მისი მანქანა ააფეთქეს. ეს იმ დროს მოხდა, როცა კოლაბორანტი  მანქანიდან რამდენიმე წუთის გადმოსული იყო.

ხერსონელი პარტიზანები პერიოდულად აცხადებდნენ, რომ კოვალიოვი მათი პრიორიტეტული სამიზნე იყო. ეს ხერსონში უკვე მეექვსე შემთხვევაა, როცა კოლაბორანტების მანქანებს აფეთქებენ ან მოღალატეებს სხვა მეთოდით კლავენ. 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...