მთავარისიახლეებიმსოფლიოხერსონში ოკუპანტთა ბაზა ააფეთქეს, სლავიანსკთან რუსი სამხედროები უკუაქციეს

ხერსონში ოკუპანტთა ბაზა ააფეთქეს, სლავიანსკთან რუსი სამხედროები უკუაქციეს

Published on

უკრაინის არმიისთვის წარმატებული აღმოჩნდა 28-29 აგვისტოს დღე-ღამე. მთელი დღის განმავლობაში, 28 აგვისტოს, სხვადასხვა რუსულ ლოკაციებზე აფეთქების ხმა ისმოდა და მათ შორის იყო საწყობის აფეთქება სევასტოპოლშიც. 

ამას გარდა, უკრაინელებმა მორიგი იერიში მიიტანეს ნოვა კახოვკაზე, სადაც არსებული ხიდი ჰეს-თან, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია საბრძოლო ტექნიკის გასატარებლად, ეს კი ოკუპანტებს დამატებით პრობლემებს უქმნის. 

ხერსონში 29 აგვისტოს, გამთენიისას, რუსული ბაზა უკრაინელმა არტილერისტებმა დაბომბეს – რაკეტა პირდაპირ მოხვდა შენობას, სადაც ადრე უკრაინის ეროვნული გვარდიის ბაზა იყო, ხერსონის ოკუპაციის შემდეგ კი რუსი სამხედროები შევიდნენ. საუბარია დიდი რაოდენობით დაჭრილებსა და დაღუპულებზე. 

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გუშინ, 28 აგვისტოს, რუსი ოკუპანტები ცდილობდნენ, სადაზვერვო ბრძოლით წაწეულიყვნენ სლავიანსკის მიმართულებაზე, შეეტიათ დასახლებული პუნქტებისთვის დოლინა და ბოგოროდიჩნოე, თუმცა, წარუმატებლად: მათ ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს. 

თავიანთ მხრივ, რუსმა ოკუპანტებმა როვნოს რაკეტებით შეუტიეს, ასევე რაკეტები გაუშვეს ბელორუსის მხრიდან – სულ 5 რაკეტა. არსებული ინფორმაციით, ტუ-22-ებით რაკეტები ისტროლეს კასპიის ზღვის არეალიდანაც, მაგრამ კარგად იმუშავა ჰსთ სისტემებმა უკრაინაში. 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...