სინოპტიკოსთა პროგნოზით, 1 სექტემბრამდე საქართველოში ტემპერატურა +31-დან +36-მდე მერყეობს

0
159

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 1 სექტემბრამდე, ცხელი ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება. 

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

გამოგვყევი “ტელეგრამზე”, იყავი მეტად ინფორმირებული, გაიგე მთავარი პირველმა

წინა სტატიაუკრაინამ რუსეთში უკანონოდ გაყვანილი 53 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში ხანძრის კერების 90% ლიკვიდირებულია – შსს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური