მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებამ მონოთეიზმის პრინციპებზე აგებული კონსტრუქცია შექმნა - გია ხუხაშვილი

ხელისუფლებამ მონოთეიზმის პრინციპებზე აგებული კონსტრუქცია შექმნა – გია ხუხაშვილი

Published on

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ფეისბუქზე” წერს, რომ ხელისუფლებამ “ბიბლიური ისტორიებით” შექმნა მონოთეიზმის პრინციპებზე აგებული კონსტრუქცია, რაც “საღ აზრზე დაფუძნებულ პრაქტიკული პოლიტიკის ჩარჩოებში” ვერ ეტევა. 
“ადრეც მითქვამს, რომ ის, რასაც ხელისუფალი აკეთებს, ვერ ეტევა საღ აზრზე დაფუძნებული, პრაქტიკული პოლიტიკის ჩარჩოებში.
მან შექმნა მონოთეიზმის პრინციპებზე აგებული სახელისუფლებო კონსტრუქცია, შესაბამისი “ბიბლიური” ისტორიებით
– დავითის (ხელისუფალი) და გოლიათის (დასავლეთი) შერკინება, რომელშიც დავითი იმარჯვებს.
– სოდომი და გომორა (ნაც. მოძრაობა და მისი პარტნიორები), რომლებსაც სისხლიანი 9 წლის გამო “ღმერთი” სჯის.
– ნოეს კიდობანი, რომელიც ნოემ (ღარიბაშვილი) ააშენა “ღმერთის” დავალებით საყოველთაო წარღვნის დროს და საქართველო გადაარჩინა (ყველგან ომი და ეკონომიკური ვარდნაა, ჩვენთან კი მშვიდობა და კეთილდღეობა).
თავს არ შეგაწყენთ სხვა ისტორიებით და პირდაპირ ფინალურზე გადავალ:
ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აფრთხილებს ფარაონს (აშშ-ს ადმინისტრაცია) აარონი (ტროიკა) მოსეს(ხელისუფლება) სახელით. რასაც შემდგომში მოყვება “ღმერთის” მიერ მოვლენილი ათი სასჯელი, საზღვარი გაიხსნება და ჩვენც აღთქმულ მიწისკენ, ანუ რუსეთისკენ გავემართებით. გზა და გზა ციური მანანით გამოგვკვებავს “უზენაესი”…
ყველაფერ ამას გონებასთან კავშირი არ აქვს და მხოლოდ ბრმა “რწმენაზეა” დაფუძნებული…ნეტარ არიან “მორწმუნენი”…”, – წერს გია ხუხაშვილი. 
გამოგვყევი “ტელეგრამზე”, იყავი მეტად ინფორმირებული, გაიგე მთავარი პირველმა

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...