ჩხოროწყუში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

0
224

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა უძღვებოდნენ .
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

წინა სტატიარომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის ნუნციო ​უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს
შემდეგი სტატიადაუშვებენ თუ არა უცხოელ მედიკოსებს სააკაშვილთან – საკითხზე რეგულირების სააგენტო დღეს იმსჯელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური