მთავარიUncategorizedნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიკრო-დრონებს გადასცემენ

ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიკრო-დრონებს გადასცემენ

Published on

ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო ერთობლივად მიაწოდებენ უკრაინას მიკრო-დრონებს, რათა დაეხმარონ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. განცხადება ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს გააკეთა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნორვეგიის Black Hornet დრონების ღირებულება,რომლის მწარმოებელიც Teledyne FLIR-ია 9,25 მილიონ დოლარამდე. დახმარების პაკეტი მოიცავს Black Hornet-ის ერთეულებს, სათადარიგო ნაწილებს, ტრანსპორტირებას და ტრენინგს. ჯარისთვის ტრენინს ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ფონდი დააფინანსებს, რაშიც წვლილი ნორვეგიამაც შეიტანა.

“დრონი გამოიყენება დაზვერვისა და მიზნების იდენტიფიცირებისთვის. ეს არის მარტივი საოპერაციო, მტკიცე, ძნელი გამოსავლენი და განსაკუთრებით კარგად შეეფერება ბრძოლას ქალაქებში”, – თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.

სამინისტრომ დასძინა, რომ უკრაინამ ითხოვა ამ ტიპის აღჭურვილობა.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...