ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია – აშშ-ის საელჩო საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

0
193

საქართველოში ამერიკის საელჩო ქვეყანას კონსტიტუციის დღეს ულოცავს. საელჩო წერს, რომ ამერიკისთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტი, ის არის დემოკრატიის სიმბოლო.

„ჩვენ, ხალხი” – ამ სიტყვებით იწყება შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას – მიმართულებას. ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი” – სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში.

დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა. გილოცავთ!”- წერს ამერიკის საელჩო.

წინა სტატიაჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი, ყოველთვის ერთად ვიდგებით – ზურაბიშვილი უკრაინას
შემდეგი სტატიაგვეუბნებოდნენ – შანსები არ გაქვთ, დღეს ვამბობთ – დამოუკიდებლობას გილოცავ, უკრაინა! – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური