მთავარისიახლეებიმსოფლიონიდერლანდები უკრაინას დამატებით 80 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარებას გაუწევს

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 80 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარებას გაუწევს

Published on

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით, 80 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში ვიზიტისას გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

დახმარების პაკეტი მოიცავს 65 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციას უკრაინაში. ასევე, დამატებით 10 მილიონი გამოიყოფა საომარი მოქმედებების ტერიტორიებზე განაღმვისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურებისთვის.

გარდა ამისა, 1 მილიონი ევრო მოხმარდება რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული ქალაქების რეკონსტრუქციას. კერძოდ, ხერსონის, ოდესისა და მიკოლაევის.

კიდევ 2,5 მილიონი ევრო გადაეცემა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მაკროეკონომიკური რეფორმების ექსპერტიზის მიწოდებისთვის. ხოლო 2 მილიონი ევრო გაეროს ფონდში გადაირიცხება სექსუალური და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად.

სიახლეები

ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის

უკრაინული თავდასხმების შემდეგ ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის - მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია...

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...