მთავარისიახლეებიმარეგულირებელმა "მთავარი არხი" 118 688 ლარით დააჯარიმა

მარეგულირებელმა “მთავარი არხი” 118 688 ლარით დააჯარიმა

Published on

მორიგი ფინანსური სანქცია კრიტიკულ მედიას – ბექაურის მარეგულირებელმა კომისიამ “ქართული ოცნების” საჩივარი განიხილა, დააკმაყოფილა და “მთავარი არხი” 118 ათას 688 ლარით დააჯარიმა, ხოლო “ფორმულა” და “ტვ პირველი” წერილობით გააფრთხილა.

ამჯერად სანქციის მიზეზი “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლი გახდა, რომელიც 24 ივნისის აქციისთვის მომზადდა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კლიპი პოლიტიკური რეკლამაა, რომელიც ეთერში არასაარჩევნო პერიოდში გავიდა. გარდა ამისა, “ოცნება” თვლის, რომ მასში გამოყენებული ხელისუფლების პირველი პირების ანტიევროპული კომენტარები, დამახინჯებულია.

კომისიამ განმარტა, რომ “ფორმულასა” და “ტვ პირველისთვის” ეს პირველი დარღვევაა, ხოლო “მთავარი არხისთვის” წელს მეხუთე.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...