მარეგულირებელი 3 კრიტიკული ტელევიზიის მიმართ საბოლოო პასუხს 17:00 საათზე გამოაცხადებს

0
211

მარეგულირებელ კომისიაში 3 კრიტიკული ტელევიზიის წინააღმდეგ, “ქართული ოცნების” საჩივრის არსებითი განხილვა დასრულდა. გადაწყვეტილება 1 საათში გახდება ცნობილი.

დააკისრებს თუ არა ბექაურის კომისია მორიგ სოლიდურ ჯარიმას ხელისუფლებისთვის არასასურველ ტელევიზიის, 5 საათზე გამოცხადდება.

ბექაურის მარეგულირებელმა კომისიამ 3 ტელევიზიის წინააღმდეგ, “ქართული ოცნების” სარჩელი, წარმოებაში 11 აგვისტოს მიიღო.

მმართველი გუნდი “მთავარი არხის”, “ფორმულასა” და “ტვ პირველის” დასჯას “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო ითხოვს. კლიპი
24 ივნისის აქციისთვის მომზადდა.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კლიპი პოლიტიკური რეკლამაა, რომელიც ეთერში არასაარჩევნო პერიოდში გავიდა. გარდა ამისა, “ოცნება” თვლის, რომ მასში გამოყენებული ხელისუფლების პირველი პირების ანტიევროპული კომენტარები, დამახინჯებულია.

წინა სტატიაარასდროს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწაზე, ყოველთვის დავიცავთ ჩვენ ლურჯ-ყვითელ დროშას – ზელენსკი
შემდეგი სტატიამარეგულირებელმა “მთავარი არხი” 118 688 ლარით დააჯარიმა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური