ხელისუფლება “RMG GOLD”-ს რუსეთის დასახმარებლად იყენებს – ოპოზიციამ “ოცნების” დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა

0
803

ოქროსა და სპილენძის მოპოვებაზე მწვანე შუქი რუსეთს ბიძინა ივანიშვილის და უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა აუნთეს. ოპოზიციამ “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა.

“ნაციონალური მოძრაობა” ეჭვობს, რომ მმართველი პარტია “RMG GOLD”-ის რესურსებს იყენებს, რომ რუსი სანქცირებული პარტნიორები ფინანსური პრობლემებისგან იხსნას. ოპოზიციური პარტიის ვარაუდით, ამ გარიგებით თავისუფლად შეიძლება სანქცირებული რუსული ოქრო საქართველოში მოპოვებულ ოქროდ გაასაღონ და ჩვენი ქვეყნის გავლით უკანონო რეექსპორტი მოხდეს.

“ნაცმოძრაობის” თქმით, აუქციონის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო ბოლნისის და მარნეულის 7 სოფელს გადათხრა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება ემუქრება. ამასთან, მათი თქმით, სააგენტომ აუქციონი “RMG GOLD”-ის პირობებზე მორგებით გამოაცხადა.

ამ ტენდერის ტექნიკური პირობები პირდაპირ “RMG GOLD”-ზე ანუ რუების და ბიძინა ივანიშვილის,, ბიძნა-უჩას კომპანიაზეა მორგებული.ტენდერი გამოაცხადეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებაზე და აქვე სიმბოლურად ცადეს საინვესტიციო ვალდებულებები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ივანიშვილის ქონება შვეიცარიაში დეფაქტო სანქციების ქვეშაა, ამიტომ ის ჩქარობს ქართული სახელმწიფოს ხარჯზე გაყინული ფინანსების ასანაზაღაურებლად დამატებითი სახსრები მოიპოვოს. შესაბამისად, არის სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს უსამშბლო მოღალატეები სწორედ რომ “RMG GOLD”-ის სიმძლავრეებს იყენებენ, რათა რუსი პარტნიორები მტკივნეულ ფინანსურ პრობლემებს აარიდონ, – ამბობს ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

წინა სტატია“ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა”- კობახიძე
შემდეგი სტატიაარასდროს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწაზე, ყოველთვის დავიცავთ ჩვენ ლურჯ-ყვითელ დროშას – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური