მთავარისიახლეებიმსოფლიოარასდროს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწაზე, ყოველთვის დავიცავთ ჩვენ ლურჯ-ყვითელ დროშას -...

არასდროს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწაზე, ყოველთვის დავიცავთ ჩვენ ლურჯ-ყვითელ დროშას – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

“ორი ფერის კომბინაცია, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, ჩვენ ვიცავთ და არასდროს ვცვლით სხვაში. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწაზე და ცაზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ლურჯი-ყვითელი დროშა”, – თქვა ზელენსკიმ და გამოთქვა რწმენა, რომ ლურჯ-ყვითელი დროშა კიდევ ერთხელ აფრიალდება იქ, სადაც სამართლიანად უნდა იყოს – “უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებულ ქალაქში და სოფელში”- თქვა ზელენსკიმ.

ყირიმში, იალტაში, ქერჩში, ჯანკოიში, სიმფეროპოლში, აი-პეტრიზე. უკრაინისა და ყირიმელი თათრების დროშები. და როგორც არ უნდა სცადოს ვინმემ ისტორიის დამახინჯება, ეს ფერები ისტორიულად ყირიმთან ასოცირდება“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

უკრაინა დროშის დღეს 23 აგვისტოს 2004 წლიდან აღნიშნავს, პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ბრძანებით. თავად სახელმწიფო დროშა კი 1992 წელს დამტკიცდა. ცისფერი ცის, ხოლო ყვითელი – ხორბლის სიმბოლოა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...