პატიმრის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბადრაგი

0
218

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმარ გ.ს.-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ბადრაგის წევრები დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრეს. დღესვე, უწყებამ შემთხვევის ამსახველი კადრები გაასაჯაროვა.

ირკვევა, რომ უწყება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებულ, მოხელის მიერ სსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავება. ცნობილია, რომ მათთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

28 წლის გურამ სვანიძე 20 აგვისტოს თავში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გუშინ შეიყვანეს. მანამდე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ციხის ადმინისტრაციამ კი სვანიძის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. შემთხვევაც სწორედ ამ დაწესებულებაში მოხდა.

დაჭრილი პატიმრის მდგომაროება კრიტიკულია. გურამ სვანიძის ოჯახი, უცხოეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანას ითხოვს, რადგან მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი ისრაელში გადაყვანა შეუძლებელია.

წინა სტატიაუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარია დუგინას მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებას უარყოფს
შემდეგი სტატიადედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა – გომელაური სისტემიდან პოლიციელების მასიურ წასვლაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური