ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 45 400 ჯარისკაცი დაკარგა

0
192

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 45 400 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 1919
ჯავშანტექნიკა – 4230
საარტილერიო სისტემა – 1032
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 266
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 145
თვითმფრინავი – 234
ვერტმფრენი – 198
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 815
ფრთოსანი რაკეტა – 194
გემი/ნავი – 15
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 3149
სპეცტექნიკა – 99
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

წინა სტატია28 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს
შემდეგი სტატიაNATO-ს მიერ უკრაინაში რუსეთის წითელი ხაზების უგულებელყოფა ბირთვულ ომს გამოიწვევს – რიაბკოვი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური