დუგინას​​ მკვლელობა “სამარცხვინო და სასტიკი დანაშულია”- პუტინი

0
193

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, დუგინას​​ მკვლელობა “სამარცხვინო და სასტიკი დანაშულია”. მისი თქმით, დუგინა პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს, სამშობლოს და მან დაამტკიცა, რას ნიშნავს იყო რუსეთის პატრიოტი.

“სამარცხვინო, სასტიკი დანაშაულია. მოკლეს დარია დუგინა, ნათელი, ნიჭიერი ადამიანი, ნამდვილი რუსული გულით – კეთილი, მოსიყვარულე, სიმპატიური და ღია: ჟურნალისტი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ომის კორესპონდენტი, ის პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს, სამშობლოს, მან საქმით დაამტკიცა, თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის პატრიოტი“, – წერია კრემლის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

​შეგახსენეთ, რომ დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა თავდასხმაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები დაადანაშაულა.

წინა სტატიაალექსანდრე დუგინის პირველი განცხადება მისი შვილის აფეთქების შემდეგ
შემდეგი სტატიამივაწვდი ხალხს ინფორმაციას კოლაბორანტების მიერ ჩანერგილი აგენტურის შესახებ – გოგაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური