დონეცკში აფხაზი ბოევიკების ბატალიონ “პიატნაშკას” შტაბი იწვის (VIDEO)

0
476

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, უკრაინელთა საარტილერიო იერიშის შედეგად, აფხაზი ბოევიკებისგან დაკომპლექტებული ბატალიონის “პიატნაშკას” შტაბი იწვის.

ინფორმაციას ლუგანსკის უკრაინული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

“უამრავი ГРУЗ 200 და ГРУЗ 300 (დაღუპულები და დაჭრილები, – რედ.) ჰყავთ ადგილზე” – წერს გაიდაი.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზური ბატალიონის “პიატნაშკას” ხელმძღვანელი ცნობილი აფხაზი ბოევიკი ახრა ავიძბაა. ჯერჯერობით არაა ცნობილი მოკლული და დაჭრილი აფხაზი ბოევიკების სახელობითი სია, ინფორმაცია ზუსტდება.

 

წინა სტატიაბორჯომში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენია ჩართული
შემდეგი სტატია28 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური