28 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს

0
203

გარემოს დაცვის სააგენტოს განცხადებით, 28 აგვისტომდე საქართველოში იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

სააგენტო მოსახლეობას ტყის ხანძრების საფრთხეზე აფრთხილებს.

კერძოდ:

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 35, 40, სანაპირო რაიონებში 32, 37, აღმოსავლეთ საქართველოში 31, 36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.

წინა სტატიადონეცკში აფხაზი ბოევიკების ბატალიონ “პიატნაშკას” შტაბი იწვის (VIDEO)
შემდეგი სტატიაომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 45 400 ჯარისკაცი დაკარგა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური