მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინმა მთლიანად წააგო საინფორმაციო ომი უკრაინასა და დასავლეთში - ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის...

პუტინმა მთლიანად წააგო საინფორმაციო ომი უკრაინასა და დასავლეთში – ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის უფროსი

Published on

“პუტინმა მთლიანად წააგო საინფორმაციო ომი უკრაინასა და დასავლეთში. შეჭრიდან ექვსი თვის შემდეგ ჩვენთვის ცხადია, რომ არა მხოლოდ რუსეთის გეგმები ქვეყნის ფიზიკურად ხელში ჩაგდებაზე, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმებიც ჩავარდა უკრაინაში” – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის უფროსი.

The Economist -ის სტატიაში ჯერემი ფლემინგი აღნიშნავს, რომ რუსეთიც და უკრაინაც ჩართული არიან კიბერ ომში და ორივე მხარე იყენებს კიბერ შესაძლებლობებს მიზნების მისაღწევად.

მისი თქმით, ბრიტანეთის დაზვერვა დიდი ხანია აკვირდება რუსეთის ქმედებებს კიბერსივრცეში და სადაზვერვო სააგენტოებმა იციან, რომ კრემლმა უკრაინაში აგრესია ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე და უკრაინის ქალაქების დაბომბვამდე დაიწყო.

“ერთი თვით ადრე რუსულმა სამხედრო დაზვერვამ გამოიყენა WhisperGate მავნე პროგრამა უკრაინის სამთავრობო სისტემების განადგურებამდე დასაზიანებლად. ხოლო უკრაინაში შეჭრამდე ერთი საათით ადრე რუსეთმა შეუტია ViaSat სატელიტურ ქსელებს, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები, მთავრობა და მშვიდობიანი მოსახლეობა იყენებდა”, – იხსენებს ფლემინგი.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...