სამოქალაქო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს

0
178

სამოქალაქო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს. არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესს და კრიტერიუმებს, რასაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს.

პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად მესამე სექტორის წარმომადგენლები უფლებადამცველ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს სთავაზობენ, 30 აგვისტომდე, აქტიურად ჩაერთონ შერჩევის პროცესში.

განცხადებას ხელს 45 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ისინი წარადგენენ 10 პირს, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას და ამის შემდეგ კანდიდატების სია უკვე პარლამენტში გადაიგზავნება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სამოქალაქო სექტორის შეთავაზება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სახალხო დამცველი არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ შეირჩეს ან მათთან გარიგებით, არამედ შეთანხმებით.

შეგახსენებთ, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა წელს ეწურება. ის 5 წელია აღნიშნულ თანამდებობაზეა და “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმის სამიზნეა.

წინა სტატიამინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა რუსი ოკუპანტების ვერტმფრენი და 3 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური