თქვენ კრიმინალები ხართ, ხოლო მე თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი – გოგაშვილი “ოცნებას”

0
231

სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ სკანდალურ წერილს აქვეყნებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, რომ „ოცნებაში“ კრიმინალები არიან, ხოლო თავად “სიბინძურის მამხილებელი“.

ჩემს მიერ გამოქვეყნებული დიალოგი არის მიახლოებითი აღწერა იმ სიტუაციისა, როდესაც ხდება გაფუჭებული საქმის გამოსწორება. მე პირადად არაერთხელ დავსწრებივარ მსგავს თათბირს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს სიმართლეს. ოცნება თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე მე აღმიქვამს მოღალატედ და ჩამშვებად. ვერ ხვდებიან, რომ ამით ისინი ადასტურებენ ჩემს მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. დიახ, თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას, ხოლო მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი“. – წერს გოგაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილი გამოკითხეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძებელს გოგაშვილი უყვებოდა მისი საკნიდან გაყვანისა და შს მინისტრთან საუბრის შესახებ.

წინა სტატიაფორმულას, მთავარი არხისა და TV პირველის განცხადება დაუსაბუთებელია – მარეგულირებელი
შემდეგი სტატიადედის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური