სენაკში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0
123

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა გაუძღვებიან.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

წინა სტატიარუსეთმა, დაახლოებით 43 900 ჯარისკაცი დაკარგა | ბოლო მონაცემები
შემდეგი სტატიაგასულ კვირას კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური