მთავარისიახლეებიგომელაურმა გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი...

გომელაურმა გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი ოჯახს ამომიწყვეტდნენ – გოგაშვილის ჩვენება

Published on

რუსთავის ციხეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი თითქმის უკვე ორი საათია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს ხვდება. გამომძიებელმა გოგაშვილი შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით უნდა გამოჰკითხოს.

ადვოკატმა მედიის წარმომადგენლებს დღეს გოგაშვილის ჩვენება მიაწოდა, სადაც წერია, რომ პირველი საუბარი გოგაშვილსა და შს მინისტრს შორის 28 ივლისს საშხაპეში შედგა. გოგაშვილი ამბობს, რომ გომელაურმა მას ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა.

“საშხაპის კარი იყო ღია და კართან დამხვდა დაწესებულების დირექტორი ზურა მოდებაძე, მან ხელი ჩამომართვა და დაბალ ხამზე მითხრა, არ აღელდე, საშხაპეში დევს ტელეფონი, რომ შეხვალ დარეკავს და უპასუხე. ცოტა ხნის შემდეგ დარეკა ტელეფონმა და დამელაპარაკა ვახტანგ გომელაური, ჩვენ შორის შედგა ხმამაღალი და დაძაბული საუბარი, მან გადმომცა ბიძინა ივანიშვილი დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები და თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ, საუბარი 30 წუთი გაგრძელდა, ბოლოს გომელაურმა მითხრა, რომ ხვალ დამირეკავდა, ხოლო იქამდე მეფიქრა მოსალოდნელ შედეგებზე და ისე მიმეღო გადაწყვეტილება”, – წერია ჩვენებაში.

ადვოკატის თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიებას დაემატა სოსო გოგშვილის საკნიდან გაყვანისა და შესაძლო მუქარის ფაქტი. მისივე თქმით, სოსო გოგაშვილი საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით თავად მიაწვდის.

სიახლეები

ორსანტიაში ზუგდიდის მერის წარმომადგენელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის...

ორსანტიის გამგებელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში – ე.ბ. დააკავეს -...

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ქვეყნიდან გავაძევებდი – კალაძე ევროკავშირის ელჩზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "მასზე რომ იყოს დამოკიდებული", საქართველოდან ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის...

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც "ტაბულას" შინაგან საქმეთა...