დონეცკის რეგიონში რუსეთის თავდასხმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 17 დაშავდა

0
228

დონეცკის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ რეზნიჩენკოს თქმით, 7 აგვისტოს რუსებმა 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

“7 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 სოლედარში, 1 ბახმუტში, 1 მარინკაში და 1 სელიდოვოში. დაშავდა კიდევ 17 ადამიანი”, – აცხადებს ის.

რეზნიჩენკოს თქმით, ომის დაწყებიდან რეგიონში 700 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 798 კი დაიჭრა. ამ სტატისტიკურ მონაცემებში არ შედის მარიუპოლი და ვოლნოვახა

წინა სტატიასკანდალი: საქართველოს გავლით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდისკენ საწვავმზიდებს ატარებენ [VIDEO]
შემდეგი სტატია“რუსეთი დღემდე არ სცემს პატივს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე” – კარლ ბილდტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური