მთავარისიახლეებიჩინეთმა, ტაივანში ვიზიტის გამო, ნენსი პელოსისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა, ტაივანში ვიზიტის გამო, ნენსი პელოსისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

Published on

შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ნენსი პელოსისა და მის ოჯახს ჩინეთმა სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ ოფიციალურმა პეკინმა ეს გადაწყვეტილება პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო მიიღო.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნენსი პელოსიმ ჩინეთის შეშფოთება, რომელიც მის ტაივანში კუნძულს შეეხებოდა, უგულებელყო. აქვე, წერია, რომ პელოსის ვიზიტი პროვოკაციული იყო, რაც “ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.

ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს ესტუმრა.

ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა და განაცხადა, რომ აშშ ტაივანს არ მიატოვებდა. ტაივანის პრეზიდენტმა კი მას აშშ-ის მხარდაჭერის გამო მადლიერების გამოსახატად ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამოქალაქო ჯილდო გადასცა.

ნენსი პელოსიმ ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა. ტაივანის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ “დემოკრატები ერთად დგანან” საერთო გამოწვევების წინაშე.

ცნობისთვის, ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვებოდა.

სიახლეები

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...

საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...