აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ, ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე განაცხადი “პარლამენტს” უკან დაუბრუნა

0
214

აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ თვითაღიარებულ პარლამენტს უკან დაუბრუნა მასალები, რომლებიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ეხება. როგორც ირკვევა, ეს იმის გამო მოხდა, რომ განაცხადი იურიდიულად გამართული არ იყო.

ე.წ. პარლამენტს 3 დღის ვადაში შეუძლია, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ან ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ ახლიდან მიმართოს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა მათ “მთავარ კანონს” მთავრობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფხაზეთის საზოგადოება ახლა სწორედ ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია. მანამდე კი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა აქცია წამოიწყეს, რომლითაც როგორც ამბობენ, “სუვერენიტეტის დაცვა სურთ”.

წინა სტატიარუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 41 500 ჯარისკაცი დაკარგეს
შემდეგი სტატიაროგორ გავუმკლავდეთ სიცხეს ზაფზულის ცხელ დღეებში | NCDC-ის რეკომენდაციები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური