ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს

0
200

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს.

ამის შესახებ კონგრესმენი Twitter-ზე წერს და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ტვიტს აზიარებს, სადაც ისინი HIMARS-ებით რუსეთის იარაღის საწყობების აფეთქებას იუწყებიან.

“რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი იცავს უკრაინას… როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, შესაძლოა, მეორადი ცეცხლი რუსეთის ოკუპირებულ მიწებზე გახსნას. HIMARS საქართველოს!”, – წერს კინზინგერი.

წინა სტატია“სუპერ პუმის” სამაშველო ოპერაციებში ვერ ვიყენებთ, 2011-ში შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე იყიდეს – შსს
შემდეგი სტატიაNATO-ს ძალები (KFOR) კოსოვოში აცხადებენ, რომ სტაბილურობისთვის საფრთხის შემთხვევაში მზად არიან კონფლიქტში ჩაერიონ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური