უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 693-მდე გაიზარდა

0
214

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 693-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

რაც შეეხება დაღუპულებს, მათი რაოდენობა უცვლელია – 358.

პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 363, ხარკოვის ოლქში – 194, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 57, ხერსონის ოლქში – 54, ზაპოროჟიეს ოლქში – 40.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 199 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 225 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

წინა სტატიარუსმა ოკუპანტებმა ღამით ხარკოვი ორჯერ დაბომბეს
შემდეგი სტატიაშსს-ს ცნობით, გუდაურში, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური