შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე ,,ევროატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოების გამოწვევების კვალდაკვალ”, რომელსაც გაუძღვა თემატური ექსპერტი ელენე გოცაძე. შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ პროექტის ,,უკეთ გავიცნოთ ნატო” ფარგლებში, რომელიც ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.
ევროატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოების გამოწვევების კვალდაკვალ – შეხვედრა ახალგაზრდებთან
Published on