რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 10

0
176

დონეცკის ოლქში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ოლქის მთელ ტერიტორიაზე სროლებია. დღის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სარაკეტო შეტევა ისკანდერის მეშვეობით კრამატორსკზე მოხდა. დაზიანდა ხუთსართულიანი შენობა და 85 სახლი. განადგურდა სკოლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაიბომბა მარიინკას, პავლივკასა და ტორეცკის დასახლებები.

გარდა ამისა, ღამით დაზიანდა 110 კვტ. სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი კოსტიანტინივკასა და ბახმუტს შორის, რის შედეგადაც ტორეცკის თემის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

წინა სტატიარუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 39 000 ჯარისკაცი დაკარგეს
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატში ორპარტიული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლითაც უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად არის შეფასებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური